ყაზაიშვილის მესამე ბურთი ბოლო ოთხ შეხვედრაში

0
72

ვაკო ყაზაიშვილმა ამ სეზონში სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
„ულსანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი თამაშობს, სტუმრად „დეუს“ 3:0 სძლია. ყაზაიშვილმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და 39-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა – მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაგზავნა. მან ჩემპიონატის ბოლოს ოთხ შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 28 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი