სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-10 რაუნდში „ტრნავამ“, რომელშიც ლუკა ხორხელი და გიორგი მოისწრაფიშვილი გამოდიან, სტუმრად „პოდბრეზოვას“ 3:1 აჯობა.
ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო – ხორხელმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მოისწრაფიშვილმა მოედანი 79-ე წუთზე დატოვა.
მატჩის მე-18 წუთზე მოისწრაფიშვილი პასით ანგარიში კუდლიცკამ გახსნა. ამ სეზონში გიორგი პირველი ზუსტი გადაცემა შეასრულა.
35-ე წუთზე კუდლიცკას უკვე ხორხელმა გაატანინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ტრნავა“ 21 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





