ქავთარაძის სადებიუტო გოლი, ლობჯანიძის საგოლე პასი

0
53

ბექა ქავთარაძემ ყაზახეთის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე ლიგა) თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
მე-5 ტურში „ელიმაი“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი ზამთარში შეუერთდა, სტუმრად „თურანს“ შეხვდა და 2:1 აჯობა, ქავთარაძე სასტარტო შემდგენლობაში იყო და 57-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა – მეკარესთან პირისპირ გასულმა შორეულ კუთხეში გაიტანა. „ელიმაი“ 13 ქულით 15-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და პრემიერლიგაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ჩინეთის სუპერლიგის მე-5 ტურში “მეიჟუ ჰაკამ”, რომლის ღირსება ელგუჯა ლობჯანიძე იცავს, თავის მოედანზე “შანდონ ტაიშანი” 2:1 დაამარცხა. ლობჯანიძე თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიშში 1:1 იყო და ერთ წუთში საგოლე პასი გააკეთა. “მეჟოუ ჰაკა” 5 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატშში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი