“შავი ლომის” შემადგენლობა ტურნეს დასკვნითი მატჩისთვის

0
86

‘შავი ლომი’, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე ბოლო თამაშს 6 მაისს, საქართველოს დროით 22:00 საათზე ურუგვაულ პენიაროლთან მონტევიდეოში, სტადიონ ჩარუაზე გამართავს.
ჩვენი მომავალი მეტოქე, პირველი პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზია ურუგვაიში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა. რაგბის გუნდი პენიაროლის სპორტულ კლუბში შედის (Club Atlético Peñarol), თავად კლუბი 1891 წელს დაარსდა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს გარეუბან პენიაროლში.
რაგბის გუნდმა პირველი თამაში “სამხრეთ ამერიკის ზე რაგბში” (SRA) 2020 წელს გამართა ჩვენთვის ნაცნობ მეტოქე სელკნამთან  2021 წლის სეზონზე, კლუბმა იქაური “ზე რაგბის” ფინალამდე მიაღწია, სადაც დამარცხდა ხაგუარესთან 36:28, ჩვენთვის ასევე ნაცნობ ფრენჩაიზთან, რომელმაც წელს სახელი იცვალა და პამპასი ჰქვია. 2022 წელს კი ფინალში, საკუთარ მოედანზე ჩილეური ფრენჩაიზი სელკნამი 23:14 დაამარცხა და ისტორიაში პირველი თასი მოიგო.
პენიაროლი “სამხრეთ ამერიკულ ზე რაგბში” წელსაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, 9 თამაშის შემდეგ, 8 მოგებითა და 1 მარცხით, პირველ ადგილს იკავებს.
შავი ლომი 2021 წელს შექმნილი ფრენჩაიზია, რომელმაც თავისი პირველივე ტურნირი ევროპის “ზე თასი” ტრიუმფით დაასრულა. იტალია. 2022 წელსვე გაიმართა და ისევ შავი ლომის გამარჯვებით დასრულდა ევროპის “ზე თასი”-ს მეორე ტურნირიც.
ტურნეს დასკვნითი მატჩისთვის, ლევან მაისაშვილმა ოპტიმალური შემადგენლობა დაასახელა. წინა მატჩთან შედარებით, სასტარტო 15-ეულიდან 7 კაცი შევცვალეთ. მარქაფაში პირველად გამოჩნდა ნაკრების კვაჭი გიორგი ჭყოიძე, სოსო მათიაშვილი კი ამ ტურნეზე პირველად დაიწყებს. ტრავმების გამო 24 კაციანი რაზმი გვეყოლება, წინა თამაშებში დაგვიშავდა ოთარ ლაშხი, თორნიკე აქუბარდია, ლაშა ხმალაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და ნიკო აფციაური.