გორის „დილამ“ თბილისის „დინამოსთან“ და ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-12 ტურში სტუმრად ბათუმის „დინამოს“ სძლია.
მატჩის დაწყებამდე ბათუმელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ და ბრაზილიელმა ფორვარდმა ჯოვინო ფლამარიონმა შესაბამისად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელისა და ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოები მიიღეს.
პირველმა ტაიმმა ისე ჩაიარა, რომ რეალური სახიფათო მომენტი არცერთი გუნდის კართან შექმნილა.
მე-60 წუთზე ღუდუშაური ვარდნაში გაშლილი ფეხით გორელთა კაპიტან ნიკა გაგნიძეს ჩაუვარდა და ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო მთავარ მსაჯ გიორგი ავაზაშვილისგან, რომელმაც ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, თავისი პირველი გადაწყვეტილბა შეცვალა და ბათუმელთა გარემაბი გააძევა.
68-ე წუთზე „დილას“ ბრაზილიელმა მცველმა ვანდერსონ სილვამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა – ხარატიშვილმა მასპინძლები ვერ გადაარჩინა.
83-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი საშა ბალიჩს და ამ ფაქტმა ჩერნოგორიელი ისეე გააბრაზა, რომ მას შემდეგ რაც გორელ მცველს დაეწია ზურგში განძრახ მთელი ძალით დაეჯახა. ის გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ ავაზაშვილმა მხოლოდ ყვითელი ბარათი აჩვენა.
86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ბარბადოსელმა ტიერი გელმა პასი კარის წინ მყოფ მიკოლა კოვტალიუკს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2. „დილამ“ არსებობის მანძილზე სტუმრად ბათუმის „დინამო“ პირველად დაამარცხა.
„დინამომ“ 25 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა, ვიდრე ხვალ თბილისის „დინამო“ გაგრას შეხვდება. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გამარჯვების მიუხედავად 20 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.
ლაშა თაბაგარი
.




