„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის თქმით, მისთვის გუნდის გაჩემპიონება ამოსავალი წერტილია და არა საბოლოო გაჩერება. მან ამის შესახებ ნეაპოლელთა მიერ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის სერია A-ში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„დღეს დასრულდა მოლოდინი, რომელიც 33 წელიწადი გაგრძელდა. როდესაც გუნდში მოვედი განვაცხადე, რომ ევროთასებზე მოსახვედრად 10 წელი დაგვჭირდებოდა, ხოლო თქვნ ამტკიცებდით, რომ ადრეა. მე ვთქვი, რომ „სკუდეტოს“ მოსაგებად კიდევ 10 წელი დაგვჭირდებოდა, მაგრამ ეს ისევ ორი წლით ადრე მოვახერხეთ. ახლა ისევ და ისევ უნდა გავიმარჯვოთ. რა თქმა უნდა, გული გვწყდება, რომ ჩემპიონთა ლიგას დავემშვიდობეთ.
ჩვენი პროექტი არასოდეს ჩერდება. ჩემთვის ეს გამარჯვება ამოსავალი წერტილია და არა საბოლოო გაჩერება. მომდევნო სეზონს სპალეტისთან ერთად გავაგრძელებთ“ – იუწყება დე ლაურენტისის ნათქვამს Football Italia.





