ლუჩანო სპალეტის თქმით, გასულ ზაფხულში როდესაც განაცხადა, რომ „ნაპოლის“ „სკუდეტო“ უნდა მოეგო, ბევრი გულშემატკივარის აზრით, მან ზღვარი გადალახა.
„მათი პრობლემა ვინც ჩემს მსგავსად ბევრ მუშაობასაა მიჩვეული ისაა, რომ მთელი ძალით ვცდილობთ გამარჯვებით დავტკბეთ. ყოველთვისაა სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულო და ამიტომ, სიხარული ხანმოკლეა.
ჩემთვის ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც ვხედავ „ნაპოლის“ ფანები როგორ იღიმიან და უხარიათ. ეს ისინი არიან, რომლებიც საკუთარ სიხარულს გადმოსცემენ. პრობლემა ასეთ მომენტამდე მისვლა იყო, რადგან ზურგსუკან მთელი ქალაქის დამოკიდებულებას გრძნობ. აქაა ხალხი, რომლებიც თავის ცხოვრებაში რთულ მომენტებს გადაიტანენ, რადგამ მთ ეს მომენტი ახსოვთ. ამ ადამიანებმა ეს სიხარული დაიმსახურეს.
შესაძლოა, ახლა ეს წნეხი უფრო მოხსნილია, რადგან მათ ეს სიხარული ვაჩუქეთ. ამ გულშემატკივრებმა ნახეს დიადი მწვრთნელები როგორ მიდიან და მოდიან. მათ დიეგო მარადონას თამაში ნახეს და შესაძლოა, ამ წარმატებაში მისი მფარველობაც იგრძნობა. ამიტომ, რთულია მათთვის თქმა: დიახ, ჩვენ გასულ სეზონში მესამე ადგილზე გავედით, მაგრამ ტიტულისთვის ვიბრძოდით. მე მესმოდა მწვრთნელები როგორ ამბობდნენ – ეს მხოლოდ ჩვენი ერთობლივი მესამე სეზონია, მაგრამ წარმატებისკენ მივისწრაფვით.
ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში ადგილის მოპოვება იყო. ზოგიერთი გასული წლის ზაფხულში გუნდის მიმართ პროტესტა გამოთქვამდა, რაც არ მომეწონა. როდესაც ვთქვი, რომ „სკუდეტოსთვის“ უნდა გვებრძოლა, ხალხი ფიქრობდა, რომ ზღვარი გადავლახე. თუმცა, რაც ვთქვი, ამის არის ის იყო, რომ ამ მოთამაშეებისგან მაქსიმუმი გამომეწურა და ასევე, გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამომეყალიბებინა.
გასული სეზონის საუცხოო იყო და ჩვენს მიზანში ეჭვი არასოდეს შეგვპარვია. თავის დროზე გუნდში ბენიტესი, ანჩელოტი და სარი მუშაობდნენ, რომლებიც იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს ქადაგებენ, გატუზო, რომელმაც იტალიის თასი მოიგო. ასე რომ აქ რატომ მოვედი? მე ვერ ვიტყოდი, რომ ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“ – იუწყება Football Italia სპალეტის ნათქვამს, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი პირველად მოიგო.
ლაშა თაბაგარი




