კეისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა “თელავმა”, რომელსაც ვარდან მინასიანი წვრთნის, კონგოლეი თავდამსხმელი რიჩარდ კულე მბომო დაიმატა. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომსაფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 26 წლის კონგოელი თავდამსხმელი, რიჩარდ კულე მბომბო დაიცავს.
რიჩარდ კულე მბომბო – დაიბადა: 1996 წლის 10 მაისს; სიმაღლე: 190 სმ; წონა: 84 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “ნორსესტ იუნაიტედი”.
კულე მბომბო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა, კარიერაც იქაურ “ვიტა ქლაბში” 2016 წელს დაიწყო და ერთი წლის შემდეგ ბრიუსელის “ანდერლეხტმა” წაიყვანა – ბელგიური ფეხბურთის გრანდმა კულე ერთი წლის შემდეგ ჯერ ბელგიაშივე, “ჟერმინალ ბეერსხოტში” გაანათხოვრა, მერე კი მან სლოვაკეთის “ტრენჩინი”, ყაზახეთის “ქაისარი”, ლატვიის “რიგა”, ლიტვის “სუდუვა”, ემირატების “ალ ჰისნი” და ინდოეთის “ნორსისტ იუნატედი” მოიარა.
რიჩარდ კულე მბომბო, 2020 წელს “რიგას” შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონი გახდა, 2019-ში “ქაისართან” ერთად ყაზახეთის თასი მოიგო, 2022 წელს კი “სუდუვასთან” ერთად ლიტვის სუპერთასი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სკ “თელავში” 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს”.





