გვარდიოლა: „ჰოლანდი მესის დონეზე გავიდა“

0
103

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ ნორვერგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ზოგიერთ ასპექტში მესის უტოლდება.
„მესის ვერავინ შეედრება და მსგავსი შედარებები ერლინგს ვერ დაეხმარება, თუმცა, გატანილი გოლების რაოდენობით და მენტალიტეტის მხრივ ისინი ერთმანეთს ჰგვანან. მესი ასეთ შედეგს ყოველ სეზონში აჩვენებდა 10-15 წლის განმავლობაში, მაგრამ გოლების შეგდების კუთხით ჰოლანდი იმავე დონეზე გავიდა.
მას თითქმის ყოველ მატჩში გააქვს. ერლინგს აქვს მომენტები, რომ ყოველ თამაშში ერთი ან ორი გოლი გაიტანოს. თუმცა, მესი ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა მოედნის ხედვის, დრიბლინგის, პასი მიცემის უნარის, მებრძოლი სულისა და კიდევ სხვა რთული ასპექტების მხრივ.
იმედია, რომ ერლინგი რაც შესაძლოა ახლოს მიუახლოვდება მესის. ეს საუცხოო იქნება როგორც მისთვის, ასევე – ჩვენთვის“ – იუწყება ესპანელი სპეციალიტის ნათქვამს ESPN.