„სიტიმ“ „არსენალი“ გააცამტვერა – დე ბრუინის ბენეფისი

0
55

ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის მატჩად მონათლულ 33-ე ტურის დაპირისპირებაში პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ თავისი ყოფილი ასისტენტის მიკელ არტეტას დამოძღვრილი ლონდონის „არსენალი“ მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა – 4:1.
განვლილი შეხვედრა ბელგიელი კევნ დე ბრუინის ბენეფისად იქცა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლა პესი მიითვალა.
შეხვედრის მე-7 წუთზე ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა მოედნის ცენტრში ბურთისთვის ბრძოლა მოიგო და პასი დე ბრუინს მისცა, რომელიც მეტოქის საჯარიმოს ვიდრე მიუახლოვდებოდა ორ მანჩესტერელს გაცდა, ხოლო შემდეგ მოჭრილი დარტყმით მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
ტაიმის მიწურულს დე ბრუინმა ჯარიმის შეასრულები დროს მარჯვენა ფლანგიდან ბურთი „არსენალის“ საჯარიმო მოედანში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმ სტოუნსმა თავუთ გაიტანა. თავდაპირველად მატჩის მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ რეფერის ვიდეოასისტენტთან ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ გოლი ჩათვალა.
54-ე წუთზე „სიტის“ კონტრშეტევა მოედნის ცენტრიდან ჰოლანდმა დაიწყო, რომლის პასის მერე სტუმართა საჯარიმოში შესულმა დე ბრუინმა ოსტატური დარტყმით ფეხებში შორის გაუძვრინა მცველს ბურთი, რომელიც საბოლოოდ კარში აღმოჩნდა.
86-ე წუთზე ჰოლდინგმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუტზე ჰოლანდმა, რომელმაც მანამდე 4 ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, თავისი გოლი მაინც გაიტანა.
ნორვეგიის ნაკრების 22 წლის ფორვარდმა პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში 33-ე გოლი გაიტანა და 38-მატჩიან ჩემპიონატში „ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელის მოჰამედ სალაჰის რეკორდი გააუმჯობესა.
საერთო რეკორდის გამეორებამდე, რომელიც 34 გოლის შეადგენს მას ერთი გოლის გატანა აკლია. 34-34 გოლი ენდი კოულის (1993-1994, “ნიუკასლი) და ალან შირერის (1994-1995, “ბლექბერნი“) ანგარიშზეა, რომელთაც ეს შედეგი მაშინ აჩვენეს, როცა პრემიერლიგაში 22 გუნდი თამაშობდა.
„სიტიმ“ „არსენალს“ ზედიზედ 8 მატჩი მოუგო, ხოლო პრემიერლიგაში – 12. გვარდიოლამ არტეტა 9-დან 8 თამაშში დაამარცხა. ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდებმა „არსენალი“ 20-ჯერ დაამარცხეს, რაც მისი პირადი რეკორდია.
„არსენალმა“ პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან ვერცერთი მოიგო – 3 მარცხი და ერთი ფრე. თუმცა, ლონდნელებმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდეს, სადაც 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებენ.
„არსენალს“ 75 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მაგრამ 73 ქულით მეორე ადგილზე მყოფ „სიტიმ“ მეტოქეზე ორი შეხვედრით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი