ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მე-5 ბურთი გაიტანა.
ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გრაცის „შტურმა“ ვენის „აუსტრია“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას ორჯერ აგებდა, საბოლოოდ სამი ქულა აიღო.
კიტეიშვილმა „შტურმის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:2 მარცხდებოდნენ, ანგარიში გაათანაბრა – პრასის გადაცემის მერე მეტოქის საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა „ცაციათი“ ზუსტად დაარტყა. 63-ე წუთზე ზარკარიამ „აუსტრიას“ კარი კიდევ ერთხელ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. კიტეიშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმი“ 33 ქულით პირველ ექვსეულში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი კიტეიშვილმა ავსტრიაში თავი მეხუთედ გამოიჩინა