„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „არსენალის“ ნორვეგიელ კაპიტან მარტინ ედეგორს განსაკუთრებული უწოდა.
2014 წელს, როდესაც გვარდიოლა მიუნხენის „ბაიერნს“ წვრთნიდა ედეგორის დამატება სურდა, რომელიც მაშინ „სტრემგოდსეტში“ გამოდიოდა, მაგრამ 2015 წლის დასაწყისში ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადავიდა.
„ედეგორი მახსოვს, როდესაც ბევრი წლის წინ ორი დღით ჩვენთან სავარჯიშოდ ჩამოვიდა. ხუთი წუთი დამჭირდა, რათა მეფიქრა: ეს ბიჭი კარგად თამაშობს. ის მართლაც საუცხოო მოთამაშეა – განსაკუთრებული“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს ინგლისური მედია.
24 წლის ედეგორი „არსენალში“ 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 99 მატჩში 21 გოლი გაიტანა.





