„ულსანმა“ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩის ვერმოგების შემდეგ, სამი ქულა სტუმრად აიღო.
მე-9 ტურში „ულსანი“ სტუმრად „ინჩხონს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე უნგრელმა ფორვარდმა მარტინ ადამმა გაიტანა.
მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 22 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი




