ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „მილანთან“ ორი მატჩის ჯამში მარცხის შემდეგ, „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს მომართა.
„ჩემთვის რთულია ცრემლით სავსე შენი თვალების ყურება, როდესაც ვხვდები, რომ სიხარული ვერ მოგიტანე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დღევანდელი გამოცდილებიდან საჭირო დასკვნები გავაკეთო.
ძალიან ვნანობ და მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვი, რომელაც ყოველ წამს ვგრძნობ. ყველა მიყვარხართ და გპირდებით, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებით. წინ ბევრი მატჩი გველოდება, ასე რომ ოცნების ახდენა გრძელდება“ – დაწერა სოციალურ ქსელსი კვარაცხელიამ, რომელმაც „მილანთან“ საშინაო მატჩში პენალტი მასინ ვერ გაიტანა, როდესაც „ნაპოლი“ 0:1 აგებდა.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და გამომდინარე იქიდან, რომ „მილანმა“ პირველი თამაში 1:0 მოიგო, 1/2-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი




