პეპ გვარდიოლას თქმით მიუნხენის „ბაიერნის“ მენტალიტეტი კარგად იცის და პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად, ურთულე ბრძოლას ელოდება.
„ამ კლუბში ვმუშაობდი და მისი მენტალიტეტი ვიცი – ის ყველგანაა. ამ მენტალიტეტს კანის ქვეშ გრძნობენ. მე ვიცი, რომ მათ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასლის სჯერათ.
ასეთი დონის კლუბებში ცდილობენ ისეთი შეგრძნება შექმნან, რომ რაც არ უნდა მოხდეს შედეგს მაინც მიაღწევენ. ეს „ბაიერნის“ ისტორიის ნაწილია და ამ კუთხით ვიზრდებით.
ჩვენ დიდი ალბათობით თავის დაცვა მოგვიწევს. მანჩესტერში თამაშის ნაწილი მეტოქემ ჩვენზე უკეთესად ჩაატარა და დაცვაში ყოფნა მოგვიწია. თუმცა, დაცვაში კარგი თამაში ჩვენთვის შესაძლებლობაა. თუ ჩვენ ვითამაშებთ და ისტორიაზე ვიფიქრებთ, არაფერი გამოგვივა. საუკეთესო საშუალებაა, რომ თამაშის მოგებას ვეცადოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს Sky Sports.




