მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად „ჩელსისთან“ გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთ მატჩში უნდა მოგვეთმინა. მეტოქემ ყველაფერი სცადა, პრობლემები შეგვიქმნა, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე, მაგრამ შემდეგ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ.
განვლილ მატჩში ყველაფერი იყო და ბუნებრივია, რომ მოთმენა მოგვიწია. დაცვაში ძალიან მაღალი დონე ვაჩვენეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. კურტუამ ძალიან მნიშვნელოვანი ბურთი მოიგერია და ამის გარეშე „ჩელსი“ ანგარიშში დაწინაურდებოდა. მეორე ტაიმში თამაშს უკეთესად ვაკონტროლებდით, კონტრშეტევების დრო მეტი სივრცე გქვონდა და ორი ბურთი გავიტანეთ.
ცოტა ვინერვიულე, როდესაც მილიტაომ ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან 10 ფეხბურთელით გაგვიძნელდებოდა, მაგრამ მან საუცხოო მატჩი ჩაატარა. ის პირველ ნახევარფინალს გამოტოვებს, თუმცა იმედია იმ დროსთვის ალაბა გამოჯანმრთელდება.
ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ, მაგრამ „მილანის“ წარმატება მიხარია, რომელსაც დიდი ხანია ნახევარფინალში არ უთამაშია. „ნაპოლიზე“ გული დამწყდა, რადგან ეს კლუბი ჩემთვის ძვირფასია“ – განაცხადა ანჩელოტიმ Movistar-ის ეთერში.





