„იუვენტუსმა“ გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

0
8

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნიუკასლიდან“ იჯარით თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადე დაიმატა. ტურინელები გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს 2,8 მილიონ ევროს გადაუხდია. გარდა ამისა, ნახევარი მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალიწინებული, ხოლო კიდევ დამატებითი ხარჯები 800000 ევროა.
„ნიუკასლმა“ შარშან ზაფხულში ვოლტემადე „შტუტგარტიდან“ 85+5 მილიონ ევროდ შეიძინა, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი აღმოჩნდა. მან გასულ სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ბრაზილიელი ბრუნუ გიმარაეშის (9 გოლი) შემდეგ გუნდის მეორე ბომბარდირი გახდა.
ლაშა თაბაგარი