გაბრიელ ჟესუსი „ბარსელონასთვის“ შეუტევს

0
2

„ბარსელონამ“ ლონდონის „არსენალიდან“ გაბრიელ ჟესუსი შეიძინა. 29 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებული ჟესუსის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 4 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ მომავალში „ბარსელონა“ ბრაზილიელს გაყიდის, „არსენალს“ ტრანსფერის თანხის 20% ერგება.
2022 წლის ივლისში „არსენალმა“ ჟესუსი „მანჩესტერ სიტისგან“ 45 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა. სამხრეთ ამერიკელმა ლონდონელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 132 მატჩში 32 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი