ევროპა ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
27

ევროპა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები ცნობილია. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 1/4-ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “სევილია”
“იუვენტუსი” (ტურინი) – “სპორტინგი” (ლისაბონი)
“ბაიერი” (ლევერკუზენი) – “უნიონ სენ ჟილი”
“ფეინოორდი” (როტერდამი) – “რომა”
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 13 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო – 20 აპრილს.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის წყვილები ასე გამოიყურება:
“იუვენტუსი” (ტურინი) – “სპორტინგი” (ლისაბონი)/”მანჩესტერ იუნაიტედი” – “სევილია”
“ფეინოორდი” (როტერდამი) – “რომა”/”ბაიერი” (ლევერკუზენი) – “უნიონ სენ ჟილი”
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველი თამაშები 11 მაისს ჩატარდება, საპასუხო კი – 18 მაისს.
ევროპა ლიგის კენჭისყრაში უეფას ოფიციალურ პირებთან ერთად უნგრეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზოლტან გერა მონაწილეობდა, რომელიც 31 მაისს ბუდაპეშტი გასამართი ფინალის ელჩია.