კვეკვესკირის და წიტაიშვილის მეტოქე 1/4-ფინალში ცნობილია

0
28

კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის წყვილები ცნობილია. დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 1/4-ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
“ლეხი” (პოზნანი) – “ფიორენტინა” (ფლორენცია)
“გენტი” – “ვესტ ჰემი” (ლონდონი)
“ალკმაარი” -“ანდერლეხტი” 
“ბაზელი” – “ნიცა”
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 13 აპრილს შედგება, ხოლო საპასუხო – 20 აპრილს.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის წყვილები ასე გამოიყურება:
“ლეხი” (პოზნანი) – “ფიორენტინა” (ფლორენცია)/”ბაზელი” – “ნიცა”
“გენტი” – “ვესტ ჰემი” (ლონდონი)/”ალკმაარი” -“ანდერლეხტი”
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველი თამაშები 11 მაისს ჩატარდება, საპასუხო კი – 18 მაისს.
კონფერენს ლიგის კენჭისყრაში უეფას ოფიციალურ პირებთან ერთად ჩეხეთის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელი ვლადიმერ შმიცერი მონაწილეობდა, რომელიც 7 ივნისს პრაღაში გასამართი ფინალის ელჩია.