ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წყვილები ცნობილია. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართულ კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ 1/4-ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
“რეალი” (მადრიდი) – “ჩელსი” (ლონდონი)
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “ინტერი” (მილანი)
“მანჩესტერ სიტი” – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“მილანი” – “ნაპოლი”
“ნაპოლი”, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებულ “მილანს” დაუპირისპირდება. ევროთასებზე “ნაპოლი” და “მილანი” აქამდე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
1/4-ფინალის პირველი შეხვედრები 11-12 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 18-19 აპრილს.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის წყვილები ასე გამოიყურება:
“მილანი” – “ნაპოლი”/ “ბენფიკა” (ლისაბონი)/”ინტერი” (მილანი)
“რეალი” (მადრიდი) – “ჩელსი” (ლონდონი)/”მანჩესტერ სიტი” – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“ნაპოლისა” და “ინტერის” საევროთასე გზები ჯერ არ გადაკვეთილა, “ბენფიკას” კი ნეაპოლელები ოთხჯერ შეხვდნენ, სამჯერ იმარჯვეს და ერთადერთხელ დამარცხდნენ.
ნახევარფინალის პირველი შეხვედრები 9/10 მაისს გაიმართება, საპასუხო კი – 16/17 მაისს.
კენჭისყრაში უეფას ოფიციალურ პირებთან ერთად თურქეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი ჰამიტ ალტინტოპი, რომელის 10 ივნისს სტამბოლში გასამართი ფინალის ელჩია და ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი პატრიკ კლუივერტი მონაწილეობდნენ.
ლაშა თაბაგარი





