აბურჯანიამ მაკარიძესთან სამი ქულა აიღო

0
24

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრიმეირალიგაში წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა.
გასულ ტურში გრანდ „პორტუსთან“ გამარჯვების შემდეგ, ბარსელუშელებმა 23-ე ტურში გიორგი მაკარიძის „მარიტიმუს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების არცერთი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო – აბურჯანია თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მაკარიძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
„ჟილ ვისენტემ“ ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა – 29 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ანკარუგუჯუ“ გასვლაზე „ბეშიქთაშს“ შეხვდა დ 1:2 წააგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ბერიძე სასტარტო შემადგენლოაბში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. „ანკარუგუჯუ“ 22 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.