ხოჭოლავას ნაკრებში თამაში საეჭვოა

0
15

დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია და ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მარტში გასამართ შეხვედრებში დაეხმარება თუ არა.
მან დანიის თასზე შინ „ვეილესთან“ (2:0) მოგებულ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო და 66-ე წუთზე შეცვალეს. ამის გამო ხოჭოლავამ დანიის სუპერლიგის მე-20 ტურში თავის მოედანზე „ოდენსესთან“ 0:2 მოგებული მატჩი გამოტოვა. მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ნორსიელანდს“ 3 ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 25-ე ტურში აგდამის „ყარაბაღმა“ სტუმრად „გაბალას“ 3:1 აჯობა. აგდამელების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშა. „ყარაბაღი“ 65 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერობს.
ბაქოს „ნეფთჩიმ“ „თურანი“ მიიღო და 4:0 აჯობა. მასპინძლების შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვატო არველაძე მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა. „ნეფთჩი“ 52 ქულით მე-3 პოზიციაზეა.