დავითაშვილის “ბორდო” მეორე ადგილზე დაბრუნდა, მიქაუტაძე ქულას დასჯერდა

0
46

“ბორდომ”, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე დაბრუნდა.
24-ე ტურში ჟირონდელებმა “პარიზი” მიიღეს და 2:1 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.
“ბორდომ” 22-ე წუთზე ანგარიში ბოკელეს დარტყმის შემდეგ გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე ბარბეტმა მეტოქის კარი მეორედ თერთმეტმეტრიანიდან აიღო. პარიზელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 72-ე წუთზე გაიტანეს.
“ბორდოს” 42 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ “ლე ავრს” 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან “სოშოს” ქულით ასწრებს.
“მეცი” სტუმრად გასავარდნ ზონაში მყოფ დიჟონს” შეხვდა და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეცელთა სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. “მეცი” 38 ქულით მე-4 პოზიცაზეა.