“სლოვანის” ქართული ტრიო მარცხს გადარჩა

0
49

ბრატისლავას “სლოვანმა”, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მე-20 ტურში შინ ბანკა ბისტრიცას “დუკლას” შეხვდა და წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა.
მასსპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სასტარტოში მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე 46-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შეცვალა.
სტუმრები 21-ე წუთზე პოლიევკამ დააწინაურა, რომელმაც 38-ე წუთზე დუბლი შეასრულა.75-ე წუთზე უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 90-ე წუთზე გრინმა მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.
მოქმედი ჩემპიონი “სლოვანი” 43 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და მეორე ადგილოსან “დუნაისკა სტრედას” მხოლოდ ქულით ასწრებს.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში “მეზიოკიოვეშდმა” სტუმრად “პაკში” 2:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში ისევ შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ილია ბერიაშვილმა, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა. “მეზიოკიოვეშდს” ჩემპიონატში 4-მატჩიანი წაუგებელი (3 გამარჯვება და 1 ფრე) სერია აქვს – 26 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.