სიომინი: „მესის სტილში გაიტანა? არა – კვარაცხელიასი“

0
35

რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის იური სიომინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან“ მატჩში გოლი არა მესის, არამედ, თავის სტილში გაიტანა. კვარაცხელია 1930 წლის შემდეგ “ნაპოლის” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში 10 ან მეტი გოლი მიითვალა.
„ქართველის რეკორდები გვახარებს. ყოველ მატჩში კვარაცხელიას უკეთესად და უკეთესად თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება უფრო გართულდა, თუმცა, გოლის გატანის ვარიანტის მოძებნას მაინც ახერხებს.
გუშინ „სასუოლოსთან“ შეხვედრაში ხვიჩამ იშვიათი სილამაზის ბურთი გაიტანა, მას მერე რაც ინდივიდუალური გარღვევა მოედნის ცენტრიდან შეასრულა. ქართველმა მესის მსგავსი გოლი გაიტანა? არა, მან გაიტანა როგორც კვარაცხელიამ“ – ციტირებს სიომინს Sport24.