თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ მეორე ამხანაგური მატჩი უზბეკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდიდან ერთადერთი გოლი გიორგი ცეცხლაძემ გაიტანა.
„დილამ“ განვლილი შეხვედრა ასეთი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარა:
ჩიკაშუა, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, თევზაძე, ვანდერსონ სილვა, ალეფი, გაგნიძე, ვიქტორი, გეილი,, ფარულავა, ცეცხლაძე.
შეგახსენებთ, რომ გორელები პირველ სპარინგში უზბეკეთის „ნასაფთან“ 0:2 დამარცხდნენ.




