„ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ კვიპროსის ჩემპიონატში ტრავმა მიიღო. 23-ე ტურში ფამაგუსტელები სტუმრად „ნეა სალამინას“ შეხვდნენ და 1:0 დაამარცხეს. საქართველსო ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე, როდესაც საჯარიმო დარტყმის დროს ბურთი თამაშში შეყავდა ბარძაყის კუნთში დისკომფორტი იგრძნო. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ლორია მოედანზე დაეცა და ელექტრომობილით გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია 37 წლის მეკარე „ანორთოსისს“ რამდენი ხანი ვერ დაეხმარება.
განვლილ შეხვედრაში „ანორთოსისის“ სასტარტოში ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე არ იყო. ფამაგუსტელებიდან გამარჯვების გოლი 42-ე წუთზე მრაზმა გაიტანა.
„ანორთოსისი“ 29 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.




