“სამტრედიამ” პირველი საკონტროლო თამაში წააგო

0
21

თურქულ შეკრეებაზე “სამტრედიამ” პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის რანგით მეორე  ლიგის ბინადარ ტაშკენტის “ლოკომოტივთან” ჩაატარა და 0:2 წააგო.
ტაშკენტელებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, ხოლო მე-20 წუთზე მეორე გოლი გაიტანეს და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
გიორგი შაშიაშვილმა “სამტრედია” ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
ბურიჩენკოვი, გვიშიანი, აბულაძე, კილასონია, უბილავა, ხმალაძე, ზარიძე, რობაქიძე, კირკიტაძე, ინჯგია, ჩამბა.
შეცვლაზე შევიდნენ: კორიფაძე, კამლაძე, მირცხულავა, ბოჭორიშვილი, იოსელიანი, ექვთიმიშვილი, ლაღაძე, თევზაძე, ნაჭყებია, ჩარგეიშვილი.
ცნობისთვის, მომავალ სეზონში “სამტრედია” ესპანური კომპანია “კელმეს” მიერ დამზადებული ეკიპირებით შეიმოსება.