თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „საბურთალომ“ მესამე ამხანაგურ მატჩში ჩაატარა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად მოლდოვის უმაღლესო ლიგის წარმომადგენელ „პეტროკუბთან“ 0:1 წააგო.
„საბურთალომ“ განვლილი სპარინგი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ჩაატარა:
მეგრელიშვილი, ჯგერენაია, მამასახლისი, კომახიძე, ჯინჯოლავა, ქარდავა, შოთა ნონიკაშვილი, ლევან ნონიკაშვილი, გიზო მამაგეიშვილი, სილაგაძე, სიხარულიძე,
სათადარიგოები: კურტანიძე, გელაშვილი, ჩადუნელი, მამაცაშვილი, კაპანაძე, ასკურავა, პარუნაშვილი, დადიანი, ოთარ მამაგეიშვილი.




