ერგემლიძე მაკედონიის ჩემპიონატში ითამაშებს

0
57

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, 23 წლის თავდამსხმელმა მიხეილ ერგემლიძემ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი „აკადემია პანდევთან“ გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ერგემლიძემ მიმდინარე სეზონი აზერბაიჯანის „ქიაფაზში“ დაიწყო და 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში „საბაჰში“ გამოდიოა და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში თავი არ გამოუჩენია.
მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ საჩხერის „ჩიხურაში“, „გაგრაში“ და თურქეთის „ადანა დემირსფორში“ ირიცხებოდა.
შეგხსენებთ, რომ მაკედონიის მოქმედ ჩემპიონ „შკუპიში“ თბილისის „საბურთალოს“ და ბათუმის „დინამოს“ ექსმცველი გაგი მარგველაშვილი თამაშობს.
მიმდინარე სეზონში, „აკადემია პანდევი“ 12 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.