ვარლამ კილასონიამ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსხური იუწყება.
კილასონია „მერანს“ გასული წლის 31 ივნისიდან ავარჯიშებდა. ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე რუსთავის „ოლიმპს“, რუსთავის „მეტალურგს“, „რუსთავს“ და ბოლნისის „სიონს“ ავარჯიშებდა.
კილასონიას გარდა, “მერანიდან” პაპუნა ფონიავა, კიჭი მელიავა, პაპუნა ფონიავა და ნიკა აფაქიძე წავიდნენ.




