აპოელი ქართულ სამეულთან ერთად კვიპროსში ლიდერია

0
53

აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა.
მე-19 ტურში აპოელი სტუმრად „კარმიოტისას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ – პირველი 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა მცველი ლაშა დვალი, რომელმაც ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
სტუმრებიდან 47-ე წუთზე ანგარიში დონისმა გახსნა, ხოლო 78-ეზე ილიამ მეორე გოლი გაიტანა. მასპინძლებიდან 85-ე წუთზე თავი დურიშმა გამოიჩინა.
აპოელი 43 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს და მე-2 პოზიციაზე მყოფ „პაფოსს“ 2 ქულით ასწრებს.