კრიშტიანუ რონალდუ: „უნიკალური მოთამაშე ვარ და ევროპაში ყველა რეკორდი დავამხე“

0
34

საუდის არაბეთის „ალ-ნასრმა“ კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 37 წლის კაპიტანმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
„ევროპაში ჩემი სამუშაო დასრულდა. მე ყველაზე დიდ ევროპულ კლუბებში გამოვდიოდი და ყველაფერი მოვიგე. ახლა ჩემს წინაშე ახალი გამოწვევაა აზიაში. მიხარია, რომ „ალ-ნასრმა“ ამის შესაძლებლობა მომცა, არა მხოლოდ ფეხბურთის განვითარებისთვის, არამედ, ახალი თაობოსთვის, ასევე ქალებისთვის და ახალგაზრდა ბიჭებისთვის. ჩემთვის ეს გამოწვევაა, მაგრამ ამავე დროს ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ.
მე ვიცი რა მინდა და ისიც ვიცი რა არ მინდა. ჩემთვის ეს კარგი შანსი რაღაც შეცვალო, დავეხმარო საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტის განვითარებაში. ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ „ალ-ნასრს“ ქალთა გუნდიც ჰყავს. მინდა ახალი შეხედულება, სხვა თვალსაზრისი დავამკვიდრო და ამიტომ, ეს შესაძლებლობა გამოვიყენე.
უნიკალური მოთამაშე ვარ და ასე რომ აქ ჩამოსვლა საუცხოოა. ევროპაში ყველა რეკორდი დავამხე და აქაც მსურს რეკორდები დავამყარო.ეს უნიკალური კონტრაქტია, რადგან უნიკალური ფეხბურთელი ვარ. ჩემთვის ეს ნორმალურია. აქ ჩამოსვლა ჩემთვის კარიერის დასასრული არაა. სწორედ ამიტომ მინდა ცვლილებების მოტანა და გულწრფელად გეტყვით, რომ ხალხი რას საუბრობს არ მაღელვებს. გადაწყვეტილება მივიღე რომელზეც პასუხს ვაგებ.
ვიცი, რომ აქ კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია. ხალხმა ეს იცის, მაგრამ მე საქმის კურსში ვარ, რადგან ბევრი თამაში ვნახე. მზად ვარ ფეხბურთით და ხალხთან ურთიერთობით ისევ დავტკბე“ – განაცხადა რონალდუმ პრესკონფერენციაზე.