აპოელი ქართულ ტრიოსთან ერთად გალიდერდა

0
30

აპოელმა, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში შინ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მასპინძლებს საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად უკაპიტნა და 28-ე წუთზე მისი დაწყებული შეტევა გოლით დალსიომ დაასრულა.
ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის მცველ ლაშა დვალს თადარიგში ყოფნა აკმარეს.
აპოელი 40 ქულით კვიპროსის 14-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.