„ვალენსია“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა.
1/16-ფინალში ვალენსიელები სტუმრად რანგით მე-3 ლიგის „ლა ნუსიას“ ესტუმრნენ და 3:0 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ისევ სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე იაგო ერენინმა შეცვალა.
„ვალენსია“ მე-3 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა დააწინაურა, ხოლო 31-ე წუთზე მორიბამ მასპინძლების კარი მეორედ აიღო. 72-ე წუთზე უგო დურომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ვალენსია“ თასის ფინალში გავიდა, სადაც პენალტების სერიაში სევილიას „ბეტისთან“ წააგო.



