პაპავა „ფახთაქორში“ გადავიდა

0
86

გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ტაშკენტელთა პრესსამსახურმა დაადასტურა.
29 წლის ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. თბილისის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა გასული სეზონის მეორე ნახევარი აგმკ-ში გაატარა, სადაც 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
პაპავა „დინამოს“ და აგმკ-ს გარდა, კარიერის განმავლობაში კვიპროსის „ნეა სალამინაში“, გორის „დილაში“ და „რუსთავში“ გამოდიოდა.