ლობჟანიძემ წელი გოლით დაიწყო

0
54

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „ჰათაისფორის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურში ჰათაელები სტუმრად „უმრაინიესფორს“ შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მატჩს ორჯერ იგებდნენ, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე როდესაც ანგარიში 1:1 იყო, „ჰათაისფორი“ დააწინაურა – თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში მყოფს ბურთის ცარიელ კარში გადაგზავნა არ გაჭირვებია. ის 90-ე წუთზე შეცვალეს. ცნობისთვის, მან გასულ სეზონში მეტოქეთა კარი სუპერლიგაში 8-ჯერ აიღო.
„ჰათაისფორი“ 16 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.