ბელგიის ნაკრების გაწვრთნის კანდიდატები ცნობილია

0
23

ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გაწვრთნის ორი კანდიდატი ცნობილია. გამოცემა Voetbal Primeur-ის ინფორმაციით, შესაძლოა „წითელი ეშმაკები“ ესპანელმა რაფაელ ბენიტესმა ან პორტუგალიელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა ჩაიბარონ. ორივე სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია.
ბენიტესი ბოლოს ინგლისის „ევერტონს“ უძღვებოდა, საიდანაც 2022 წლის იანვარში დაითხოვეს, ხოლო ვილაშ-ბოაშმა ფრანგული „მარსელი“ 2021 წლის თებერვალში დატოვა.
ბელგიის ნაკრები მთავარი მწვრთნელი გარეშე მას მერე დარჩა, რაც ესპანელმა რობერტო მარტინესი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ვერდაძლევის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.