„ბრენტფორდმა“ „ლივერპულთან“ გრძელვადიანი ნავსი გატეხა

0
12

„ბრენტფორდმა“ ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ როგორც იქნა „ლივერპული“ დაამარცხა. დანიელი ტომას ფრანკის გაწვრთნილმა გუნდმა ეს ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში მოახერხა.
მასპინძლები მას მერე დაწინაურდნენ, რაც „ლივერპულის“ მცველმა კონატემ ავტოგოლი გაიტანა. 42-ე წუთზე ვისემ „ბრენტფორდი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 50-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ანგარიში შეამცირა, თუმცა, 84-ე წუთზე მბემომ მერსისაიდელთა კარი მესამედ აიღო და თავის გუნდს სამი ქულა გაუნაღდა.
„ბრენტფორდმა“ „ლივერპულს“ 1938 წლის 19 ნოემბრის შემდეგ პირველად მოუგო – მაშინ 2;1 დაამარცხა.
იურგებ კლოპის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ ამ წაგების გამო „ტოტენჰემის“ გასწრების შანსი დაკარგა და 28 ქულით 20-გუნდიან პრემიერ ლიგაში მე-6 პოზიციაზე დარჩა, ხოლო „ბრენტფორდი“ 26 ქულით მეშვიდეა.