წყალტუბოს “სამგურალის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გიორგი მიქაძე დაითხოვა. ამის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“გიორგი მიქაძე წყალტუბოს “სამგურალს” აღარ გაწვრთნის. მთავარ მწვრთნელთან შრომითი ხელშეკრულება კლუბის გადაწყვეტილებით შეწყდა. მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში!”.
მიქაძე “სამგურალს” სათავეში გასული სეზონის წინ ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა.





