ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა

0
68

თბილისის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ ბარქაია, რომელიც “ოქროს ბიჭების” ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი იყო 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვლადიმერ (სიომა) ბარქაია 1937 წლის 29 ივლისს ქალაქ გაგრაში დაიბადა. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა სსრ კავშირის ჩემპიონატებში ჩაატარა 227 მატჩი, გაიტანა 68 გოლი. საკავშირო თასის გათამაშებაში იასპარეზა 17-ჯერ და 9-ჯერ გამოიჩინა თავი. მან 53 საერთაშორისო შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.
სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 2 შეხვედრა, გაიტანა 2 გოლი. 1964 წლის საკავშიროს პირველობის ჩემპიონი. 1959 და 1962 წლებში მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედლები. 1960 წლის საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი. 1964 წელს დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების მონაწილე (საკვალიფიკაციო ციკლში დანიელებს ორი გოლი გაუტანა). მუშაობდა თბილისის “დინამოს” მწვრთნელად და საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსად.
ჟურნალი “ათიანი” სამძიმარს უცხადებს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.