ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მისი კერპი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუა და „ნაპოლიში“ მაისურის ნომერიც მის გამო შეარჩია.
„რა თქმა უნდა, მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მისი თამაშის ყურება ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა, მე ადრინდელივით მიმაჩნია, რომ კრიშტიანო ფეხბურთში სტეფ კარია.
მთელი ბავშვობა მას ვგულშემატკივრობდი და ახლა ასე ვაგრძელებ. მანამდე, ის ფეხბურთში იქნება ყოველთვის მხარს დავუჭერ.
77 ნომერთან უშუალო კავშირი არ მაქვს, მაგრამ 7 ჩემი საყვარელი ციფრია და სევე რონალდუს ნომერია. ამიტომ, „ნაპოლიში“ 77 ნომერი ავირჩიე“ – ციტირებს კვარაცხელიას Corriere dello Sport.
ცნობისთვის, კვარაცხელია „რუბინში“ 21 ნომრით თამაშობდა, ბათუმის „დინამოში“ – 20-ით, ხოლო საქართველოს ნაკრებში 18-ნომრიანი მაისურით გამოდის.



