ხვიჩა კვარაცხელია: „მჯერა თუ არა „ნაპოლის“ ჩემპიონობის? რა თქმა უნდა“

0
26

ხვიჩა კვარაცხელიას სჯერა, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ნათქვამს Calciomercato ავრცელებს:
„ცრუმორწმუნე არ ვარ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. „ნაპოლისთვის“ თითოეული შეხვედრა პრინციპულია.
მჯერა თუ არა „ნაპოლის“ ჩემპიონობის? რა თქმა უნდა. ყოველთვის როდესაც მოედანზე გავდივართ გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. რა გამოგვივა ამას დრო გვაჩვენებს“.

„ნაპოლის“ 21 წლის გარემარბმა მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩსი 8 გოლი გაიტამა, 10 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „მოიპოვა“.