მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის არ მიაჩნია, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
„მესი ფეხბუთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა? რთული სათქმელია. მე არ ვიცი ის საუკეთესოა თუ არა. ჩემი აზრით, ეს არცთუ სამართლიანია, რადგან თითოეულ ეპოქაში იყვნენ და არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები.
ჩემგან ვერასოდეს გაიგებთ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მე ბევრი კარგი ფეხბურთელი მომწონს. ყოველდღე „ოქროს ბურთის“ მფლობელს ვავარჯიშებ“ – ციტირებს იტალიელ სპეციალისტს Marca.
ანჩელოტიმ კომენტარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის თანახმად მას ბრაზილიის ნაკრების თავკაცად ეპატიჟებიან:
„ჩემთვის არავის მიუმართავს და ბრაზილიის ფედერაციიდან არ დაურეკავთ. უბრალოდ „რეალში“ დარჩენა მსურს. „რეალიდან“ წასვლას არასოდეს მოვითხოვ“.




