ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მისი საყვარელი მეტსახელი „კვარადონაა“. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ მარცხენა გარემარბმა ამის შესახებ DAZN-თან ინტერვიუში ისაუბრა:
„მოლაპარაკება დიდი ხანია მიმდინარეობდა – დაახლოებით 2 წელიწადი. ძალიან მიხაროდა, რომ ასეთი დიდი გუნდი დავაინტერესე. ზოგჯერ სხვა იტალიური გუნდის დაინტერესების შესახებაც მესმოდა, მაგრამ „ნაპოლის“ წინადადების მიღების შემდეგ, სხვაზე არ მიფიქრია. თამაში მხოლოდ აქ მსურდა.
ნეაპოლი საუცხოო ქალაქია, სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს, რომელშიც ყველა ადგილობროვი ერკვევა.
ჩემი ყველა მეტსახელი საუცხოო, მაგრამ ასოციაცია, რომელსაც ოდნავ მაინც შეხება აქვს მარადონასთან, უკვე პატივია. „კვარადონა“ ჩემი საყვარელი მეტსახელია – მისი გაგონების დროს სიამაყით ვივსები“.





