იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. 30 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ გრანდს თავისი ბედი 2026 წლამდე დაუკავშირა. მას მოქმედი ხელშეკრულება 2024 წელს ეწურებოდა. ვერატი პსჟ-ში 2012 წელს იტალიის „პესკარადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 398 მატჩში 11 გოლი გაიტანა, პლის 48 საგოლე პასი გააკეთა.
„პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებით ძალიან ამაყი ვარ. პარიზში 10 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოვედი და ეს ქალაქი ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია. კლუბისგან და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ჩემთვის ნათელი იყო, რომ საკუთარი ისტორიის აქ დაწერას გავაგრძელებდი. კლუბის მაისურით კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას ვაპირებ“ – ციტირებს ვერატის პსჟ-ს პრესსამსახური.





