ბაჩანა არაბულმა „მაკარტურის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ავსტრალიის ჩემპიონატში თავისი პირველი დუბლი შეასრულა.
მე-9 ტურში „მაკარტური“ სტუმრად „სიდნეის“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნუუნი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდა შეიჭრა და პასი არაბულს გაუკეთა, რომელმაც მას მერე რაც მცველს დაასწრო ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა.
71-ე წუთზე სტუმრებიდან თავი დავილამ გამოიჩინა, ხოლო 89-ეზე მილარი მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და პასი ქართველ ფორვარდს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით საბოლოო წერტილი დასვა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასსახელეს.
არაბულმა ავსტრალიაში ჩატარებულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გაკეთა. „მაკარტური“ 14 ქულით ავსტრალიის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.





