გორის „დილას“ მომავალ სეზონშიც ანდრეი დემჩენკო გაწვრთნის. 46 წლის ურკაინელმა სპეციალისტმა, რომლის ხელმძღვანელობით გორელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბრინჯაოს მედლები ზედიზედ მეორე მოიგეს, კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.
„დილას“ ღირსებას აღარ დაიცავენ უკრაინელი მეკარე დანილო კანევცევი და მისი თანამემამულე ნახევარმცველი იური ბატიუშინი. ასევე, გუნდი დატოვეს მალაველმა შემტევმა ნახევარმცველმა ფრანსისკო მადინგამ და მალელმა შუახაზელმა ჰაჯი დრმამემ.
გორულ კლუბში გააგრძელებენ კარიერას მცველი ზურაბ თევზაძე და ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძე.




