ძმები ხორხელები “სამგურალში” ითამაშებენ

0
117
წყალტუბოს ,,სამგურალი” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველებით ნიკა და ლუკა ხორხელებით გაძლიერდა. ფეხბურთელებმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ძმები ხორხელები “სამგურალში” ბოლნისის ,,სიონიდან” გადავიდნენ.
21 წლის ნიკა ხორხელმა განვლილ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ნიკამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 5-ჯერ ითამაშა. მას დებიუტი უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა, რომელშიც გოლი გაიტანა.
22 წლის ლუკა ხორხელმა გასული ჩემპიონატის 34 მატჩში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი მიითვალა. მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 4 თამაში ჩაატარა.